MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

ხანმოკლე აღმოჩნდა “რუსთავის”-ის ახალ სეზონზე დაწყებული გადაცემები, რომელიც ეთერში გასვლიდან 2 თვეში დაიხურა. ესენია, ნიკო ნანიტაშვილის “შაბათის საღამო” და ამერიკული პროექტ “The Talk Show”-ს ქართული ანალოგი.

“შაბათის საღამოს” ფეისბუქ გვერდზე ბოლო გადაცემა 2021 წლის ნოემბერში აიტვირთა, ხოლო ‘The Talk Show”-ს ბოლო გადაცემა 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ და ამით დაემშვიდობნენ მაყურებელს.

ნიკო ნანიტაშვილი კი კვლავ POSTV-ში დაბრუნდა.

დაიხურა ასევე ანა ჩირაძის გადაცემა “ანნას შოუ”, რომელიც ცნობილი ამერიკული გადაცემა “ელენი”-ს ლიცენზირებული პროექტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ არხზე პომპეზურად დაანონსებული და ახალი ფორმატით აღდგენილი გადაცემა “პოსტ სკრიპტუმიც” უიღბლო გამოდგა, რომელიც ეთერში, სულ რამდენჯერმე გავიდა და კვლავ დაიხურა.

გადაცემის წამყვანმა გურამ როგავამ დატოვა ტელევიზია, უიღბლო გამოდგა დავით კიკალიშვილის არხზე დაბრუნებაც და ამჯერად ორივე ჟურნალისტი “ფორმულა”-ს გუნდს შეუერთდა.

არხზე, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცოტა ხანშივე დაიხურა იუმორისტული გადაცემა “კომედი შოუც”, რომლის წარმომადგენლები, ასევე “ფორმულა”-ზე გადავიდნენ.

დეტალების დასაზუსტებლად “რუსთავი2”-ს დავუკავშირდით, თუმცა ჩვენ ზარებს არავინ არ უპასუხა.

თქვენი კომენტარი?