MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე BAN2

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ეხმიანება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ლევან წულაძის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4 წლიანი პერიოდი ამოეწურა და ის არავის გაუთავისუფლებია.

“დღეს ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.
ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამოდენიმეჯერ.

ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.
ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.”– აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?