22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / Uncategorized
Uncategorized

გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფით დაბრუნებას ელის (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფით დაბრუნებას ელის – ამის შესახებ მან  17 ივნისს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა და თქვა, რომ თავად პოლიტიკაა მიბმული სააკაშვილზე.

“ისტორიაში, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი წასულა და მერე მობრუნებულა ტრიუმფით. ახლა, ექსპერიმენტების დრო არ არის იმიტომ, რომ მიდის დიდი კონტინენტური ომი, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიოზე მის ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, გეოპოლიტიკაზე, გავლენებზე, ორიენტაციებზე. ეს დიდი პროცესია და ამ პროცესში საქართველოდან უმაღლეს პოლიტიკურ ლიკაში არის მიხეილ სააკაშვილი, ადექით ახლა და თოფი მესროლეთ”- განაცხადა სანიკიძემ.

წამყვანის კითხვაზე,მობრუნდება თუ არა სააკაშვილი ტრიუმფით, სანიკიძემ უპასუხა:

“აბა რას იზამს, აგერ ნახავთ”- განაცხადა სანიკიძემ.