22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

პროცესს მართავს ორი პატიმარი – ერთი კლინიკის პალატა #5-დან, მეორე კი შუშის სახლის პალატა #41-დან – გია ხუხაშვილი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

სამწუხაროდ, მიწევს გამეორება: პროცესს მართავს ორი პატიმარი – ერთი კლინიკის პალატა #5-დან, მეორე კი შუშის სახლის პალატა #41-დან”– წერს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილზე.

“ორივემ ააშენა არა პარტია, არამედ ტოტალიტარული სექტა… ისინი საკუთარი მრევლისთვის, როგორც უზენაესს შეეფერება, არსად არიან და არიან ყველგან…
რაც არ უნდა მავნებლობა და უგუნურება აკეთონ, საკუთარი მრევლისთვის მაინც ღმერთები არიან, რადგან “შეუცნობელ არს გზანი მათნი”…

მრევლისთვის ყველა სიკეთე მათი ხელიდან მიიღება – “ითხოვე და მოგეცემა”….
გიჭირს? ლოცვა გააძლიერე…

შესაბამისად, საქართველოში მიდის არა პოლიტიკური პროცესი, არამედ უსასტიკესი რელიგიური ომი “ჭეშმარიტი მესიის’ გამოსავლენად…

ყველა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ორივეს ზებუნებრივ ძალებს, შერაცხულები არიან შუაშისტებად და ორმაგ ანათემას არიან გადაცემული”– წერს გია ხუხაშვილი.