ნიკა გვარამიას შემდეგ სააკაშვილის გათავისუფლება, მართლაც შექმნის რეალურ წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მისააღებად, რაც პირიქით “ქოცობის” წალეკვის დამხმარე და განმსაზღვრელ გარემოებად იქცევა.
ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, “ქოცები” ბოლომდე გადაჯეჯილდებიან – შიშების საპირისპიროდ”- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს და ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რასაც მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის განმსაზღვრელ გარემოებად იქცევა.
უგულავა ასევე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში კანდიდატის სტატუსის მიღებით ხელისუფლება გათამამდება.
“ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უნაყოფოდ ვიკამათოთ უნდა მოგვცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი, არამედ იმისთვის, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს ყველას მთავარი ფოკუსი, რაც ყველაზე მეტად აახლოვებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასეა ეს სინამდვილეში.”- წერს გიგი უგულავა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს