მორიგი პოლიტიკური გადასხდომა – რესპუბლიკური პარტია გრიგოლ ვაშაძეს უერთდება

356
წაკითხვა/ნახვა

რესპუბლიკური პარტია, რომელიც 2012 წლიდა 2016 წლამდე ქართული ოცნების კოალიციის შემადგენლობაში იყო ამჯერად გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რიგებშია. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჯერ კიდევ კვირას, “რუსთავი2”-ის ეთერში გააკეთა, დღეს კი ლევან ბერძენიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ვაშაძის მიმართ, თუმცა ჯერ არ დაუდასტურებია მათთან კოალიაციაში შესვლა.

„ჩვენ მოვედით, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძის მიმართ. „რესპუბლიკური“ პარტია მას მხარს უჭერს. მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბლუაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ნატო და ა.შ. რაც არის კონსტიტუციაში მაგრამ პრეამბლუაში არ არის. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ვინც არიან შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს“– განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

თქვენი კომენტარი?