ბოლო ამბები
01/12/2024

რეალურად, თორმეტივე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია – ირაკლი კობახიძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე

გაზიარება

„ჩვენ არსებითად პასუხისმგებელი ვიყავით კანონების მიღებაზე და ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული. შესაბამისად, დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა თორმეტივე რეკომენდაცია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 12 რეკომენდაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 „რეალურად თორმეტივე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს დამატებით, ამაზეც გავცემთ პასუხს და გვექნება რა თქმა უნდა მსჯელობა და საუბარი, მაგრამ თორმეტივე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია.

მათ შორის, სასამართლოს რეფორმის პუნქტიც არის პრინციპულად შესრულებული. კანონი მივიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რაც გავაკეთეთ 12 პუნქტის შესაბამისად“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

 

სხვა ამბების წაკითხვა