MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მომღერალ ლევან მგალობლიშვილის (პანჩო) სატელევიზიო განცხადებას პასუხობს, რომელიც მან ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემა “რეაქციის” ეთერში გააკეთა.

“პანჩოს უთქვამს, მიშა სააკაშვილმა გადაჭამა მთელი საქართველოო..აბა რა, ქვეყნის ბიუჯეტის 10 ჯერ გაზრდას,ეკონომიკის ოთხჯერ გაზრდას,ახალი ქალაქების აშენებას და საქართველოს პირველ რეფორმატორ ქვეყნად ქცევას ,გადაჭმა ქვია და ბესელიას,სესიაშვილის, ფარცხალაძის და უჩას ჩალიჩს, ივანიშვილის მიერ ხეებთან ერთად საქართველოს მთელი ეკონომიკის მოთხრას-ქვეყნის აშენება…არადა, ერთ დროს სიამოვნებით ვუსმენდი,ამ კაცის სიმღერებს… თუნდაც, ამ ოდესღაც ნიჭიერი კაცის მაგალითზე კარგად ვიაზრებ, თუ რატომ არ უნდა მივცეთ საშუალება ივანიშვილს გადააქციოს საქართველო ერთ დიდ ნარკოპლანტაციად”– აცხადებს სააკაშვილი.

თქვენი კომენტარი?