ბოლო ამბები
12/12/2024

დიახ, 2008 წელს მხარი დავუჭირეთ რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მათ შორის მეც – თინა ბოკუჩავა (ვიდეო)

გაზიარება

“მე, პირადად ჩართული ვიყავი მოლაპარაკებაში, შვეიცარელების მედიაციით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით და დიახ, 2008 წელს მხარი დავუჭირეთ რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მათ შორის მეც”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ მაშინ იყო სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, ისევე როგორც დასავლელი პარტნიორები ამაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს საქართველოსთან. ეს იყო დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სხვა ამბების წაკითხვა