სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ანა ნაცვლიშვილის მიმართ კრიტიკას, როდესაც მან პრემიერ-მინისტრს მის შვილთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა:
“მარტივი კითხვაა – თუ საქართველოში უნდა აკრძალო LGBT პროპაგანდა, თუ ევროპა და ამერიკა თავს გახვევს ამ პროპაგანდას – და ეს ცუდია, რატომ აგზავნი შენს შვილს სასწავლებლად ამერიკულ სასწავლებელში? ისეთში, რომელიც ამაყობს, რომ უძველესი LGBT კლუბი აქვს და მრავალჯერ გაიმარჯვა შესაბამისი პროპაგანდის წარმატებით წარმართვის კონკურსში.
შვილს ატყუებ და ცუდ ადგილას აგზავნი სასწავლებლად და ასობით ათასს დოლარს იხდი ამაში? თუ ხალხს ატყუებ, ვისაც პროპაგანდის აკრძალვას ჰპირდები?”- წერს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ აპირებს მისი შვილის სწავლის გაგრძელებას პენსილვანიის უნივერსიტეტში, როდესაც აღნიშნული სასწავლო დაწესებულება ლგბტ თემის მიმართ მეტად ტოლერანტულია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს