“მე არ ვპასუხობ არცერთ დაკვეთას არჩევნების მერე, მე არ მგონია, რომ არჩეული ვარ რაღაც დაკვეთისთვის. ალბათ იმის გამო ვიყავი არჩეული რომ იმ ბრძოლაში, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, ბევრი დღევანდელი ანტი-ნაციონალი არ მინახავს ქუჩაში იმ წლებში, როცა იყო ნამდვილი ბრძოლა”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა POSTV-ის ჟურნალისტ ზვიად ავალიანის კითხვის საპასუხოდ.
“მიმაჩნია, მაქვს იმის თავისუფლება, რომ სადაც ჩავთვლი, რომ ამან შეიძლება ცოტა დააწყნაროს საზოგადოება და მე არ მგონია, რომ ნიკა გვარამია როდესაც გამოვიდა მაინცდამაინც გადავიდა იმთავითვე, თუმცა მე არ ვაგებ პასუხს მასზე. მგონია, რომ რაღაც ნაბიჯებია საჭირო რომ ცოტა დაწყნარდეს ეს საზოგადოება”- განაცხადა პრეზიდენტმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს