ამ არჩევნებს მოიგებს ის, ვინც თავს უფრო დაბლა დახრის ხალხის წინაშე – ზვიად ავალიანი

505
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი მთავრობის მიერ, კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.

“მაშ ასე – კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეულ იქნება! რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მართალია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე პარტია ხელისუფლებში ვერ მოდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონსერვატიულად განწყობილი უმრავლესობა მაინც დიდ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე.

კერძოდ – ლიბერალური იდეოლოგიის მქონე ორ პარტიას შორის ის აირჩევს იმას, რომელიც ნაკლებად რადიკალურია, ანუ ნაკლებად აღიზიანებს მას.

2012 წელს ეს უმრვლესობა ქართული ოცნების მხრეს იდგა, რადგან ცხრაწლიანი ნეოლიბერლური ექსპერიმენტების ფონზე ოცნება უფრო კონსერვატიული ძალა ჩანდა, მაგრამ 2012 წლის შემდეგ და განსაკუთრებით, ბოლო 2 წლის მანძილზე ოცნებამ კონსერვატიულად განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერა დაკარგა ნარკოტიკებთან და კანაფთან დაკავშირებული იდეებით.

სიტუაციას კარგად აუღო ალღო გრიგოლ ვაშაძემაც და ზუსტად ამ წერტილზე ურტყამდა მმართველ პარტიას.

ახლა ოცნება ცდილობს ბოდიში მოუხადოს მათ, ვინც კანაფის კულტივაციის პროექტმა უკიდურესად გააღიზიანა.

არ ვიცი ამ ერთი თვის მანძილზე ვინ ვის აჯობებს ბოდიშების მოხდაში, მაგრამ ერთი რამ ცხდია: დემოკრატია მუშაობს და ამ არჩევნებს მოიგებს ის, ვინც თავს უფრო დაბლა დახრის ხალხის წინაშე”– აცხადებს ავალიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE