ბოლო ამბები
12/02/2025

სააკაშვილის გადაცემის საკითხზე ზელენსკი საქართველოს ელჩს იბარებს და თბილისში გზავნის

გაზიარება

უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ გადაეცეს. ამისთვის მან გამოიძახა საქართველოს ელჩი უკრაინაში, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები თბილისთან.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს მას შემდეგ, რაც სააკაშვილი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდგე დღეს პირველად ჩაერთო სასამართლო პროცესზე.

“სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.

ჩვენმა პარტნიორებმა, უკრაინასთან კოორდინაციით, ასევე შემოგვთავაზეს დახმარების ვარიანტები.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება” | წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში

სხვა ამბების წაკითხვა