ხოოოოო . . .ზელენსკი, ზელენსკი! წესით, ეს მათ უნდა ეტკინოთ, ვინც “მეგობრობას” ვერ წყვეტდა ზელეს ხელისუფლებასთან, რომელმაც ადრე, და არაერთხელ, ბევრად უარესიც გააკეთა; აკი მთელი ქართული კრიმინალური “ნაღები” შეისრუტა და აღაზევა!
წელს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს, ვისაც უადგილო ფრაზა, “სლავა უკრაინე” “გაეპარა”, ან “გაუშვა”, იმას ეტკინოს”- ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება/ულტიმატუმს საქართველოს ელჩისადმი, როდესაც თქვა, რომ მან 48 საათში უნდა დატოვო კიევი და დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან მიხეილ სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით:
“გულწრფელად მიხარია, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები 48 საათის მერე უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ სამშობლოში!
კიევო-პეჩორის ლავრა როცა დაიკეტა მართლმადიდებლებისთვის, იმ მომენტიდანაც უცხოა ჩვენთვის ზელეს უკრაინა!
ვხვდებით, ალბათ, რომ ზელეს გადაწყვეტილება მარტო ზელესიც არ არის-გაღმელებთან მინიმუმ, შეთანხმებულია! და ეს შეთანხმება გვეუბნება, რომ საქართველო დღეის შემდეგ აღარ განიხილება ცეცხლის გამღვივებელ და ცეცხლის მოსაკიდებელთა სამეულში-უკრაინა-მოლდოვა-საქართველო!
მადლობა უფალს, რომ ბოლოს და ბოლოს, ამ ჯაჭვიდან ამოვვარდით!
გაგრძელება? ვინ იცის, იქნებ ხელი ჩაიქნიეს, იქნებ მარტო კელი არ ალაგებს ჩემოდანს, იქნებ, ევროპას გადაულოცეს სამხრეთ კავკასია, და რუსეთს, და თურქეთს, და ჩინეთს, ანუ, შუა დერეფანს.
ან, როგორც საფრანგეთს, ჩვენც ქაოსი გამოგვიწერეს, რეცეპტით.
მთავარია, ვიფიქროთ, ვიცოდეთ, რა შეიძლება იყოს მათი შემდეგი სვლა და რა ტიპის პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ!
საფრანგეთის დღევანდელი მოვლენები ჩვენ არ გვემუქრება, იმიტომ, რომ, 7-8 მარტმა კიდევ უფრო მოწიფული გახადა ქართული საზოგადოება! აკი, იჩქარეს, ვერანებმა!
“ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!” მშვიდობა და დიდება ჩვენს დედა-სამშობლოს, საქართველოს! შენით, უფალო”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
თუ გსურთ ამ პოსტის გაზიარება, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და გააზიარეთ:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს