სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება შეუნარჩუნდებათ

498
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, უმოკლეს ვადაში შემუშავდება დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.

აქამდე მოქმედი რეგულაციით, ადამიანი რომელიც იღებდა სოციალურ დახმარებას და დაიწყებდა მუშაობას, შესაბამისად გაუჩნდებოდა შემოსავალი, ამას პროგრამა ავტომატურად აფიქსირებდა, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი ხდებოდა.

თქვენი კომენტარი?