სოლომია ბობროვსკა ამბობს, რომ ” რუსები უკეთესად ექცევიან სამხედრო ტყვეებს, ვიდრე სააკაშვილს ექცევიან” ამის შესახებ მან რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ბობროვსკა 2016-2017 წლებში ოდესის ოლქის გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა და როგორც ამბობს, კარგად იცნობს სააკაშვილს.
“ვნახეთ, რა პირობებშია – ამას ნორმალურს ვერ დაარქმევ. წლებია ვიცნობ მას და ძალიან მიმძიმს მისი ამ მდგომარეობაში ხილვა. ვფიქრობ, იგივე რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისაც. ვიზიარებთ მის პოზიციას და გადაწყვეტილებას, მოითხოვოს სააკაშვილის უკან, უკრაინაში დაბრუნება, პირველ რიგში იმისთვის, რომ ჯეროვანი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ და სიცოცხლე შევუნარჩუნოთ.”- ამბობს ბობროვსკა.
ვრცლად წაიკითხეთ რადიო “თავისუფლების” გვერდზე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს