ქართული ოცნების მხარდასაჭერად ძველი გუნდი ერთიანდება

732
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად ძველი გუნდი ერთიანდება, ამის შესახებ სპორტსმენმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა.

„ჩვენ დავბრუნდით და ეს დაბრუნება არის გაორმაგებული ძალებით. მე როცა წამოვედი პარლამენტიდან ვთქვი, რომ ვრჩებოდი ქართული ოცნების რიგებში და ქვეყნის რიგით ჯარისკაცად. ნაციონალების წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები. რეჟიმის, რომელიც აწამებდა და აუბედურებდა ხალხს. ახმეტაში ვარ და ძველ გუნდთან ერთად ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში” – აცხადებს 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ზურაბ ზვიადაური.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE