22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს უკრაინაში საქართველოს ელჩთან – ილია დარჩიაშვილი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს უკრაინიდან გამოგზავნილ საქართველოს ელჩთან. მან უკვე დატოვა უკრაინის ტერიტორია და მოემგზავრება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 6 ივლისს, გადაცემა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ზაქარაშვილი სამინისტროში ელჩის რანგში მუშაობას გააგრძელებს.

„საქართველოს საელჩო კიევში განაგრძობს მუშაობას. დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. გიორგი ზაქარაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მძიმე წუთებში, რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ელჩთან ერთად, კიევი ერთი დღე არ დაუტოვებია და მის მიმართ, თუნდაც ადამიანურად, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საერთოდ კითხვები არ არსებობს. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობიანად ეპყრობა ყველა პატიმარს, მათ შორის სააკაშვილს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.