„გეგონება, ომის რომ გეშინია, ეს ცუდი რამეა. გვეშინია პირველ რიგში იმის გამო, რომ მოსახლეობა არ ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს უკრაინის მოსახლეობაა.”– განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 11 ივლისს, საზ.მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ ხედვა”-ში სტუმრობისას.
“ეს შიში აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ამის რაღაც კნინობითი ფორმით წარმოჩენას ცდილობენ. ეს შიში გამოხატულია დღეს ნატო-ს კომუნიკეში. ნატო-ს ეშინია და საქართველოს რომ ეშინოდეს, ეს ხომ აბსოლუტურად ბუნებრივია? ნატო-ს ეშინია რუსეთის თქო, მე ცუდად არ მითქვამს.
რა თქმა უნდა, სიფრთხილეზეა საუბარი, რაც ბუნებრივია, პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობს. შეიძლება, შიშიც დაარქვა, ესეც არ არის პრობლემა, მაგრამ ჩვენც კი არ გვეშინია, ასე წარმოაჩენენ, თორემ სინამდვილეში, ეს არის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სიფრთხილე, რასაც ჩვენ ვიჩენთ.
უბრალოდ, ამის უფლებას არ გვაძლევენ. ახლა რა განსხვავებაა – ნატო-ს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვeშინია უბრალოდ ომის. იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენს ქვეყანას. ანუ, თუ ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს, რუსეთთან ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს