“სინამდვილეში, ზელენსკიმ დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა ქვეყანას”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა 12 ივლისს, “ღამის კურიერში” სტუმრობისას, როდესაც კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მიერ, ელჩის თბილისში გამოგზავნაზე, რომელიც სააკაშვილის გადაცემის საკითხს ეხება.
ელისაშვილის თქმით, ის დღესაც აღფრთოვანებულია ზელენსკის ვაჟკაცობით, თუმცა, ბრახდება, როდესაც ის სააკაშვილსა და საქართველოს ერთმანეთთან აიგივებს.
“ელჩს ქეჩოში რომ მოკიდებენ ხელს და გამოაპანღურებენ, ამის მომდევნო ნაბიჯი ომია. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის.
ზელენსკის ახლა “აკრეფილი” აქვს “ქართულ ოცნებაზე და მთავარი “შემჩიჩხინებელი” საქართველოს საკითხებში, როგორც ჩანს ბატონი არახამია ჰყავს, რომელიც მარტო სააკაშვილზე ელაპარაკება.
ზელენსკი არ ზის და ქართულად გადაცემებს არ უყურებს, მაგრამ ვინმე თუ უთარგმნის, კარგი იქნება, ჩემი გულითადი თხოვნაა ადამიანისადმი, რომლითაც ვარ აღტაცებული. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთი ვაჟკაცი ტიპი თუ იყო ზელენსკი, ვიყავი და ვარ აღტაცებული მისით, მაგრამ თუ შეურაცხყოფას მიაყენებ ქვეყანას, გავბრაზდები.
რჩევა და მოწოდება მექნება, რომ სააკაშვილი არ არის საქართველო და მხოლოდ მისი ქომაგობა არ არის საქართველოს ქომაგობა. ნახევარ საქართველოს მაინც სძულს სააკაშვილი, გააცოფა ნახევარი საქართველო და 11 წელია ვერ გაუნელდა ეს ამბავი სააკაშვილისადმი, შესაბამისად ასე ლაპარაკი სააკაშვილზე.
იქ არ ჰყავდათ? – ან გამოეპარათ, ან გამოაპარეს, მათი საზღვარიც ხომ გადმოკვეთა უკანონოდ, შემდეგი ჩვენი. ასე რომ გულითადად ვთხოვდი ზელენსკის, საქართველოზე ლაპარაკის დროს წარმოიდგინოს, რომ საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელსაც სააკაშვილი გულზე არ ეხატება”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს