ბოლო ამბები
აპრილი 21, 2024

ახლა ჩვენი შემდეგი ეტაპი ბატონი სააკაშვილია – დავით არახამია (ვიდეო)

ივლ19,2023
გაზიარება

დავით არახამიას განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგი ეტაპი უკვე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. ამის შესახებ მან კიევში, ნიკა გვარამაისთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“ევროპაში ქართველ ჩინოვნიკებს ხელს არ ართმევენ, ეუბნებიან, რომ თქვენ დეკლარირებული გაქვთ კურსი ევროპისკენ, მაგრამ თქვენ ჟურნალისტი ციხეში გყავთ გამომწყვდეული და ვერ ასაბუთებთ რატომ, რაღაც გაუგონარი ბრალდებით.

ბოლოს და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც საზოგადოებაში საერთაშორისო პოლიტიკოსის იმიჯი აქვს, რომელსაც უნდა, რომ შეხვდნენ და ხელი ჩამოართვან და აღქმული იყოს დიპლომატად, შეიწყალა ბატონი ნიკა და ეს ჩვენთვის სასიხარულო ამბავია, ახლა ჩვენი შემდეგი ეტაპი ბატონი სააკაშვილია.

მე მგონია, რომ აქ მთავარია, რომ მისი შეწყალება საქართველოში აღქმულია, რომ ის იქნება პოლიტიკური ლიდერი, ექნება საკუთარი პარტია. მათ არჩევნები აქვთ მომავალი წლის შემოდგომაზე და ფიქრობენ, რომ თუ მას გაათავისუფლებენ ამით შეიქმნება დიდ პოლიტიკური კონკურენცია. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მათ დიალოგი, მაგრამ ახლა უკვე ეს პოლიტიკას აღარ ეხება, ახლა საკითხი სიცოცხლის გადარჩენაზეა, ჰუმანიტარულ მისიაზე, რომ ბატონი სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ფაქტობრივად კვდება ციხეში და 100%-ით ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას – ამას ისინიც ხვდებიან და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ იმიტომ შეუშვეს ევროპელი ექიმები შესამოწმებლად, რომ დაიწყეს ნერვიულობა, რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე. მე, როგორც დეპუტატმა ჩემს კოლეგებთან ერთად, შემიძლია მივმართო უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, მკვლელობის მცდელობაა. ჩვენი მიზანი უმაღლეს რადაში იმ დადგენილების მიღებისას იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა პარლამენტარმა მიიღოს მსგავსი რეზოლუცია.

რა იქნება შედეგი – თუ ათი ევროპული ქვეყანა მიიღებს მსგავს მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი, მათ აღარ ექნებათ არჩევანი, რადგან როცა ისინი იტყვიან, ჩვენ გვინდა ევროკავშირში, მათ უპასუხებენ, რომ 10 ევროპული ქვეყანა მოგმართავთ ჰუმანიტარული მისიით, გაუშვათ ადამიანი და თქვენ რას აკეთებთ. რა შეკითხვები შეიძლება კიდევ არსებობდეს, მე მგონია, რომ ასეთმა სტრატეგიამ შეიძლება იმუშაოს. ჩვენ ვიზიარებთ, რომ რაც აქამდე გავაკეთეთ, არ იმუშავა და ახლა თუ ჩვენ შევძლებთ ასეთი პოლიტიკური ფლეშმობის გაკეთებას, ამან შეიძლება გაამართლოს. თუ ასე მოხდა, როგორც ვფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს ბატონი მიხეილი შეიძლება ამ სცენაზეც ვნახოთ.”– განაცხადა დავით არახამიამ.

სხვა ამბების წაკითხვა