ბოლო ამბები
07/02/2025

საქმე გვაქვს ძალიან, ძალიან დიდ ღალატთან – კონსტანტინე მორგოშია

გაზიარება

არ ვიცი აზრი აქვს, თუ არა საერთოდ რამის წერას, მაგრამ ძალიან ბევრი მეკითხება, რას ფიქრობს შენი აზრით მმართველი გუნდიო… ამიტომ მინდა შეძლებისდაგვარად გიპასუხოთ.

დავიწყებ იმით, რომ საქმე გვაქვს ძალიან, ძალიან დიდ ღალატთან!”- წერს სოციალურ ქსელში “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.

“სიტუაცია შემდეგნაირია: გაძლიერებული კონსერვატიული ფლანგი, ძალიან დიდი პრობლემაა ყველასთვის! ამ ფლანგის განეიტრალება, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ულტრალიბერალების ამოცანა, ამ ფლანგის გამარგინალება და დაზიანება, ასევე არის მმართველი გუნდის იმ ყველაზე გავლენიანი რგოლების ამოცანა, რომელიც როგორც პრემიერს, ისე ბიძინა ივანიშვილს, თავისი ჰგონიათ და ამ დროს, ეს რგოლები, ჩვეულებრივ მოღალატეებს და უცხო ქვეყნის აგენტურას წარმოადგენენ, რომლებიც გარიგებულები არიან დასავლელ ლობისტებთან და ისე გაწირავენ ივანიშვილ-ღარიბაშვილის ტანდემს, რომ უკვე ყველაფერი ძალიან, ძალიან გვიანი იქნება!

ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება და მმართველ გუნდს, ისეთი “ტროას ცხენი” ჰყავს შეგორებული ყველაზე სტრატეგიულ პოზიციებზე, რომ ყველაფერი სამწუხაროდ უკვე თითქმის გადაწყვეტილია! დაიწყება კონსერვატორებზე რეპრესიები, დაჭერები, დასავლეთის ძალიან დიდი წნეხი მართველ გუნდზე და ქვეყანაზე.

ულტიმატუმის წესით მოითხოვენ პრემიერის გადადგომას და ბიძინა ივანიშვილს, სხვა გამოსავალი არ დარჩება! მიუხედვად დიდი გავლენებისა, ქვეყნის გადარჩენის სადავეები, უკვე არც მას და არც პრემიერს არ ექნებათ და ქართველ ხალხს, მოუწევს არამარტო ქუჩაში გამოსვლა, არამედ ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირება!

საბოლოოდ ეს ყველაფერი, ქვეყანას ძალიან უკან დახევს! ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც მე პირადად არ მომწონს პრემიერის განცხადებებში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის ყველაფერს ვერ იტყვის, რასაც ფიქრობს! ფაქტი კი ფაქტად რჩება: პრემიერი ღარიბაშვილი, ფაქტობრივად მარტოა”– წერს მორგოშია.

სხვა ამბების წაკითხვა