MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით წერს.

“საერთოდ მიდგომა, რომ ნაციონალები ბრუნდებიან თავშივე არასწორია და პროპაგანდისტული ლოზუნგია! 28 წელიწადია ხელისუფლება ხან ერთი ხან მეორე პარტიის მიერ მონოპოლიზებულია, რითაც დარღვეულია ძალთა ბალანსი, რაც შედეგად იწვევს ტირანიას, კორუფციას და ბოლო შემთხვევაში ესკობარიზაციას.

ამიტომ ყველა თავის თავზე და სახელმწიფოზე მზრუნავი ადამიანი უნდა მიესალმებოდეს ძალთა გადანაწილების პრინციპს, ამით ახალი პროცესები იწყება, ახალი მოთამაშეები შემოდიან, სიტუაცია კონკურენტუნარიანი ხდება. რამდენად კარგია თუ ცუდი მოთამაშეები ეს სხვა საკითხია, ამას კონკურენცია თავად დაალაგებს. ამიტომ ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი უნდა მიესალმებოდეს ცვლილებებს.”– წერს ხაჭაპურიძე.

თქვენი კომენტარი?