ბოლო ამბები
16/09/2024

ხოშტარია-ვაშაძე-ჯაფარიძის ერთობა დაიშალა

გაზიარება

ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პოლიტიკური სამეული დაიშალა, ვინაიდან გიორგი ვაშაძე კვლავ “ნაც.მოძრაობის” თანამოაზრე გახდა.

სამეულის დაშლაზე ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

“სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის.

გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს,

‘დროა’ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და ნაციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებიათვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს.”- წერს ელენე ხოშტარია

სხვა ამბების წაკითხვა