22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / Uncategorized
Uncategorized

21 წლის ბიჭი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ცემაში სდებს ბრალს (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციელებს ძალადობაში სდებს ბრალს და ამის დამადასტურებლად სხეულზე არსებულ დაზიანებები მოჰყავს.

ბიჭის თქმით, შემთხვევა თბილისში, 20 ივლისს, გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა, როდესაც ის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რაზეც ახალგაზრდამ მიუთითა, რომ არაეთიკური ქცევა იყო მათი მხრიდან, რა დროსაც დაიწყეს მისი დაკავება და ძალადობაც სწორედ ამ დროს დაიწყო.

ლაშა ჟღენტის ინფორმაციით, მანქანაში ყოფნისას მასზე ძალადობდნენ ფიზიკურად და ემუქრებოდნენ ციხით.

ძალადობისა და ჩხრეკის ფაქტს შეესწრო ლაშა ჟღენტის ძმა.

ახალგაზრდის დედა ამბობს, რომ ამ დღის შემდეგ მასთან ხორციელდება სატელეფონო ზარები შემოთვლებით, რომ გაჩერდნენ და მისი შვილის მიერ, ბოდიშის მოხდის შემდეგ მოგვარდება ყველა პრობლემა, თუმცა, მისივე თქმით, ისინი არ გაჩერდებიან და პასუხს აგებინებენ იმ პოლიციელებს, რომლებიც ძალადობდნენ მის შვილზე.

ლაშა ჟღენტი გამოკითხვაზე დაიბარეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.