“როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან ჩვენ, რა თქმა უნდა არ ველოდებით არავითარ შედეგს.
ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე გაუწევენ ოპონირებას მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა. ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება” – ასე შეაფასა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის პარტიების გაერთიანება.
“გამარჯვების პლატფორმა” – ასე ჰქვია ნაც.მოძრაობისა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალ გაერთიანებას, რომელიც ოფიციალურად 20 ივლისს დაფუძნდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს