სააკაშვილმა უკვე დაგვანახა ის უნიკალური რეფორმები, რაც მსოფლიომ აღიარა. მიხეილ სააკაშვილი არის საჭირო ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად – კოალიციურ მთავრობასთან ერთად”- წერს თაკო ჩარვიანის მეუღლე, ბიზნესმენი ჯონი გიგანი სოციალურ ქსელში:
“იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ კაცობრიობის ისტორიაში დიქტატურის სისასტიკე, მოდით, თვალი გადავავლოთ კომუნისტური წყობის წლებს.
ლენინმა და სტალინმა 50 მილიონი საბჭოთა ქვეყნის მოქალაქე გაანადგურა.
აკრძალეს ყველაფერი, რაც ადამიანის ინტელექტუალური ჩამოყალიბებისთვის იყო საჭირო.
აკრძალეს მსოფლიო ლიტერატურის 99%; აიკრძალა მსოფლიო მხატრული ფილმების ჩვენება; მსოფლიო ცივილიზაციის, ყველა დარგის შემოქმედებითი და მხატრული ინდუსტრია.
შემოიღეს სავალდებულო სასწავლოდ მარქსისზმ -ლენინიზმი და კომუნისტური ყრილობების წიგნები, სადაც აღწერილი იყო მუშათა და გლეხთა მიღწევები ინდუსტრიის პირობებში.
აი, ამ იდეოლოგიის დამცველი და გამტარებელი გვყავს დღესაც „ქართული ოცნების“ მენტალურ ძალად, ნუგზარ ფოფხაძის „კლასტერის“ სახით.
ისინი არ არიან ნაზიარები მსოფლიოს შემოქმედებით კულტურას. შესაბამისად, მოკლებული არიან ცივილიზაციის უმთავრეს ღირებულებებს.
შევხედოთ დღევანდელ ჩრდილოეთ კორეას, თითქმის ასეთი მდგომარეობა იყო.
ის გახრწნილი, დამხვრეტი, სისხლისმსმელი ხალხი მართავს ქვეყანას.
მოცილდნენ ეს საძაგელი კომუნისტები, თუმცა მოგვიტრიალდნენ კომუნისტურად აღზრდილი, უწიგნური „კომსომოლები“ და ძარცვავენ ქვეყანას.
კომუნისტი მამების გაზრდილებს არ გააჩნიათ არაფერი ქართული და ეროვნული.
ეს გასაჭირი გვჭირს დღეს.
ამიტომ გვიძნელდება ლიდერის გამორჩევა.
მიხეილ სააკაშვილი არის საჭირო ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად- კოალიციურ მთავრობასთან ერთად.
რასაც უნდა მოჰყვეს სისტემური რეფორმები, უპირველესად პენიტენციალურ სფეროში.
სააკაშვილმა უკვე დაგვანახა ის უნიკალური რეფორმები, რაც მსოფლიომ აღიარა.
ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ ეს ყურად ვიღოთ.
დავფიქრდეთ, ივანიშვილს ხომ შეეძლო კომუნისტური დიქტატურიდან გადმონერგილი ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარი ხალხის გამოვლენა, ვინც საბოტაჟებს უწყობდა მესამე პრეზიდენტს, იმ რეფორმების დროს;, პირიქით ივანიშვილმა დასაჭერი ხალხი მართველობის კენწეროზე აიყვანა, სანაცვლოდ კი მესამე პრეზიდენტს აწამებს, ქვეყნის აღმშენებლობის გამო, რა თქმა უნდა პუტინის დავალებით; ზუსტად ეს დარჩენილი, ვერ მოსწრებული რეფორმები სააკაშვილისა უნდა გაეკეთა ამის რეფორმები, ქვეყანა, რომ გამხდარიყო საბოლოოდ დემოკრატიული ქვეყანა, ივანიშვილმა კი დატოვა იმ სიმახინჯის – ძალოვანი სტრუქტურების არ გატარებული რეფორმები, მას შემდგომ გამოჩნდა რომ სჭირდებოდა, სრულიად ქვეყნის უზურპირებისთვის, ამიტომაც არ გაატარა ასეთი რეფორმები
კიდევ რატოომ? ის დამატებით კორუფციაში ახრჩობს ქვეყანას ამ არარეფორმირებული ძალოვანი სტრუქტურებით და პუტინთან ერთად.
ამის დასტურია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი დღეს იმის ნახევარია, რაც სააკაშვილის წასვლის დღეს იყო.ახლა იტყვით, რომ აბა საიდან მიდის ქვეყნისთვის საჭირო დანახარჯები, საიდან ამას გეტყვით, სააკაშვილის უნიკალურმა რეფორმებმა გამოიწვია ნდობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ივანიშვილმაც არ დააყოვნა ეს სიკეთე ქვეყნისთვის გაკეთებული მისთვის, მორუფციისთვის აიღო ქვეყნის სახელით მილიარდები; ფაქტიურად ეს ნასესხები ვალი…მილიარდები, სხვადასხვა მსოფლიო ინსტიტუტებიდან ვალად რჩება სახელმწიფოს შედეგის გარეშე…მაგალითად 2014 წელს, რომ უნდა დამთავრებულიყო დასავლეთის მიმართულების ცენტრალური გზა, ახლაც დაუმთავრებელია. გვირაბები კი ინგრევა… ინგრევა იმიტომ, რომ თავიდანვე ჩემი აზრით ასე იყო დაგეგმილი, რომ არასდროს არ გვეღირსოს ანაკლიის პორტი და ნორმალური გზა, ნაკლები ტვირთბრუნვა, რომ იყოს საქართველოს გავლით, ამ მიდგომით ნაკლებად მნიშვნელობის მატარებელი ვრჩებით მსოფლიო საზოგადოებისთვის; რუსული კლასტერისთვის კი იოლი დასაყაჩაღებელი.
აი, ეს არის რუსული კომუნისტური აზროვნების და რუსული მართვის სტილის შედეგი.
გავიდა 9 საბიუჯეტო წელი; მინიმუმ 15 მილიარდი დოლარი უნდა იყოს საქართველოს ბიუჯეტი. მაგრამ პუტინის სამსახურში მყოფი მთავრობის ხელში, ბიუჯეტი 4 მილიარდ დოლარსაც არ შეადგენს.
ახლანდელი მთავრობის ხელში წუმპეში ვართ ჩაფლული.
იმ დროს, ახალგაზრდა, გამოუცდელმა სააკაშვილმა, გაშმაგებული კორუფციის პირობებში, რუსული სპეც- სამსახურების და მაფიოზური დაჯგუფებების თარეშში, შეძლო და 200 მილიონი დოლარიდან 5 მილიარდ დოლარამდე აწია ბიუჯეტი.
სიმართლე ის არის, რომ რაც სააკაშვილმა სასიკეთო გაუკეთა ქვეყანას იმის 1% არ გაუკეთებია არავის.
ივანიშვილმა 3 მილიარდის ქველმოქმედება გააკეთაო; კი ბატონო, თუ ვითვლით, მოდით და საკაშვილისაც დავითვალოთ.
სააკაშვილის გაპრეზიდენტების დროს, მარტო ერთ წელიწადში ბიუჯეტი 4 მილიარდი დოლარით შეივსო.
დანარჩენი წლები შეგიძლიათ მიუმატოთ და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ამოუძირკავი კორუფციის, დეგრადირებული საზოგადოების, უშუქობის, რუსული აგენტურის მოქმედების ფონზე.
ჩვენ არ გვინდა სიმართლის აღიარება, გადამლაშებული ფრაზით- „სისხლიანი 9 წელი“ – ქვეყანას მივაქანებთ უფსკრულისკენ.
მე შეგნებულად არ ვსაუბრობ იმ გადაცდომებზე, ხარვეზებზე, რაც თან ახლდა სააკაშვილის რეფორმებს უღირსი ჩინოვნიკებისგან და მათი დამქაშებ რუსულ აგენტურისგან;
სააკაშვილის პერიოდის ნაკლოვანებებზე ამჯერად ხაზგასმას არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობამ ყველა უმსგავსობაში ასჯერ გადასწრო საკაშვილის დროინდელ გადაცდომებს.
მათ ჩამოშალეს სააკაშვილის მიერ შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტები. პრივატიზებული აქვთ სასამართლო და პროკურატურა, ნებადართულია ბიუჯეტის ძარცვა, შეცვალეს სახელმწიფოს კურსი და რუსეთისთვის გადასაბარებლად გაამზადეს საქართველო.
მოვიდა დრო, ხალხმა გავაკეთოთ ანალიზი, გავაკეთოთ სტრატეგიული არჩევანი, კოალიციური მთავრობით და კოალიციური პარლამენტით.
გადავარჩინოთ ქვეყანა!
ახლა ეს არის მარგებელი ქვეყნისთვის. „ქართული ოცნება“ „საფრთხობელას“ ქმნის მიშასგან, თუმცა უშედეგოდ.
სინამდვილეში, საშიში არაფერია მიშას მხრიდან. მიშამ დიდი გამოცდილება და პოლიტიკური სახელი მოიხვეჭა მსოფლიოში, არა ჩვენ მტერ პუტინთან და მის ოლიგარქიასთან როგორიცაა ივანიშვილი და მისი ოცნების კლასტერი!”– წერს ჯონი გიგანი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს