თემურ ჭყონიას განმარტებით, ქართული წარმოების კოკა-კოლა რუსულ ბაზარზე კონტრაბანდული გზით ხდება და მათ ამასთან არანაირი შეხება არ აქვს.
ამის შესახებ მან BM.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ მიერ გამოშვებული Coca-Cola -ს მოხვედრა რუსეთის დახლზე, შესაძლებელია. ამის უამრავი გზა არსებობს; რუსეთის ბაზარს რომ გადახედავ, ნახავ, რომ იაპონური “კოკა-კოლა” არსებობს, არაბული, ირანული…მთელი მსოფლიო ამ ცარიელ ბაზარს ყველა მიმართულებიდან დააცხრა…თავად ეს პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ცდილობენ ყველა გზით რაღაცნაირად შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური სახე, ანუ ეს არ არის ბიზნესი და ხელშეკრულების საფუძველზე წარმობული ვაჭრობა, არამედ ეს არის კონტრაბანდა.
ემოცია, რაც დროებითი ფაქტორებია, ამიტომ არ ვიძახი რომ არ არის, თუმცა ის, რომ ამ ბიზნესში ჩართულნი ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში Coca-Cola გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება და სხვათაშორის არც არავის მოიმართავს ჩვენთვის ოფიციალურად”, – ამბობს ჭყონია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს