მერაბ მეტრეველის გამოხმაურება ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ლობისტურ ხარჯებზე, რომელიც სააკაშვილის ოჯახმა გასწია და რომელშიც გიორგი მარგველაშვილის გვარი ფიგურირებს.
“ანუ, ხომ გაირკვა უკვე, რომ ის ფული მარგველაშვილისთვის არავის გადაუხდია?
ფული გადაუხადეს უცხოურ სააგენტოს, რომ მას უცხოურ მედიაში გამოსაქვეყნებლად მოემზადებინა სტატია სათაურით: “საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სათავეში უდგას კოალიციას ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ცხოვრების გადასარჩენად”
ანუ, რადგან მარგველაშვილიც აქტიურობდა სააკაშვილოს ჯანმრთელობის თემაზე და მის გადაყვანას ითხვდა, მიშას ოჯახმა გადაწყვიტა ეს ფაქტიც გაეპიარებინათ უცხოურ მედიაში და ამაზე სტატია დაუკვეთეს.
ამ სტატიის დაკვეთაში გადაიხადეს 11 500 დოლარი და ასე მოხვდა მარგველაშვილის გვარი იმ დოკუმენტში.
მიუხედავად ამისა “ოცნების” ლიდერები და სახელისუფლებო პროპაგანდა დღესათ დაჟინებით იმეორებენ, რომ მარგველაშვილმა ფული აიღო, ანუ ტიპებს საერთოდ სინდისი არ აწუხებთ, ისე აბრალებენ ადამიანს ტყუილს.”- წერს მერაბ მეტრეველი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს