გიგი უგულავამ ბოდიში მოიხადა სააკაშვილისა და ნაც.მოძრაობის წინაშე. ამის შესახებ მან 26 ივლისს, “ფორმულას” ეთერში, გიორგი თარგამაძესთან სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა დროა, რომ ერთმანეთს გაუწოდონ ხელი და საერთო ენა გამოძებნონ.
“საერთო ენის გამოძებნა იწყება, უნდა გავუშვიროთ ერთმანეთს ხელი, ერთმანეთს უნდა მოვუხადოთ ბოდიში და მე ამით დავიწყებ ჩემ ყველა კოლეგასთან ურთიერთობას.
რამდენი ვიჩხუბეთ ერთმანეთში, იდაყვებიც ვურტყით, მოღალატეც მიძახეს, ჯართშიც ჩავაბარე [მიხეილ სააკაშვილი] მერე ისა, მერე ესა”– განაცხადა უგულავამ.
უგულავა ამბობს, რომ ახლა საჭიროა ერთობა, რათა დაიხსნან ქართველი ხალხი “ქართული ოცნებისგან”.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს