ზურაბ ჭიაბერაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო ურთიერთობების მდივნად დაინიშნა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
დავთანხმდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას, ვიყო პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი.
საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევა ფოკუსირებულია და მომდევნო თვეებში გაგრძელდება 3 ძირითადი მიმართულებით:
– საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება;
– პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება;
– უკრაინისადმი სოლიდარობა და უკრაინასთან საგარეო-პოლიტიკური კავშირის
შენარჩუნება. ძალა ერთობაშია. საქართველო გაიმარჯვებს”- წერს ჭიაბერაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს