ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა დასმულ კითხვას, რომელიც ეხებოდა 27 ივლისს, ბათუმის პორტში, საკრუიზო ლაინერზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციას.
„ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ვიზიტზე იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ვფიქრობ, მათ ძალიან გარკვევით განაცხადეს, როგორც ბათუმში, ისე სხვაგან, რომ არ მიესალმებიან ამას. ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ ვინმეს, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ვინც შენს მოქალაქეებს აკავებს. არ მგონია, ვინმეს უნდა უკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს