სალომე სამადაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან და ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობის ფონზე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საფრთხეა და ამას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება.
ამის შესახებ სამადაშვილი ფეისბუქში წერს და ეხმიანება საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ინიციატივას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ერთობლივ შეხვედრაზე გაჟღერდა.
“რუსული ხელისუფლების პირობებში, აშშ-სა და ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება რომ საფრთხეა, საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის.
რუსეთი და ჩინეთი წარმატებით თანამშრომლობს დასავლეთის გავლენის შესამცირებლად იქ, სადაც ამის ინტერესი აქვთ. საქართველოში რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, ცხადია, ამას მხოლოდ ხელს შეუწყობს.
ჩინური ეკონომიკური გავლენის გაზრდას თან ახლავს კორუფციის ზრდა-ღარიბაშვილი მისი გასაოცარი ინტელექტის გამო არ ყოფილა დასაქმებული ჩინელებთან პრემიერობიდან გაგდების შემდეგ.
ამიტომ გვაქვს კითხვა, რას ნიშნავს დღეს გაცხადებული ახალი ეტაპი ჩინეთთან ურთიერთობებში?
‘ავტოკრატებო მთელი მსოფლიოსი გავერთიანდეთ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, კორუფციის დროშის ქვეშ,’ თუ ამ ქვეყნის მოქალაქისთვის რაიმე სასიკეთოს?
ვშიშობ, დღევანდელი ხელისუფლება სანამ მართავს ქვეყანას, პირველს.”– წერს სამადაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს