ბოლო ამბები
17/02/2025

მიხეილ სააკაშვილი სოფო ჭყონიასთან ერთად იწყებს საქმიანობას

გაზიარება

გადავწყვიტეთ,  სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკარგული და დარჩენილი ბავშვების, აბდუქციის მსხვერპლი, დაღუპული ჯარისკაცების შვილების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო პროგრამა/ინიციატივა.”– წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში:

“მინიმუმ 15 ათასი ასეთი უკრაინელი ბავშვია გატაცებული უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არის იძულებით გაშვილებული ოკუპანტი ქვეყნის ოჯახებში და განთავსებული ბავშვთა სახლებში, ამ ომს უკვე 535 ბავშვი ემსხვერპლა, ბევრ ბავშვს დაუხოცეს მშობლები, მაგრამ მათ ეძებენ ნათესავები და უკრაინის სახელმწიფო.

ჩემი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის პირობებშიც კი, განსაკუთრებით განვიცდი ბავშვების ტრაგედიას, როგორც მშობელი და როგორც უკრაინის ქართველი მოქალაქე.
სოფო ჭყონიას აქვს ჰუმანიტარული საქმიანობის დიდი გამოცდილება, ვთხოვ ყველა ჩემს მომხრეს რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში – ჩაერთონ ამ საქმეში, მოგვეხმარონ ინფორმაციის შეგროვებაში და ბავშვების გაყვანაში”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა