ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი – პრემიერი

აგვ8,2023
გაზიარება

ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრებო, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი. შედეგით ვიმსჯელოთ და მხოლოდ შედეგით ვილაპარაკოთ. ახლა რაც შეეხება შედეგებს, 2008 წლის ომამდე, ომის დაწყებამდე, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იდგნენ.

რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს. შედეგი რაც მივიღეთ, ეს არის ოკუპაცია, ორი რეგიონის, ძირძველი ტერიტორიის ოკუპაცია, რუსული ჯარი გამაგრდა, ბაზები ააშენეს და ამას გარდა, გახსოვთ ევროპის საბჭოს ცნობილი რეზოლუცია.

მე ძალიან გთხოვთ, თქვენ თუ გაქვთ 1 % ობიექტურობისა, აქვე მომეცით საჯაროდ პირობა, რომ ამ რეზოლუციის ჩანაწერს, მე-5 პუნქტს გაუშვებთ თქვენს ტელევიზიაში. დღეს კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, როგორ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მოაწერეს ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა დღეს, მუხათგვერდძის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენეს.

მისივე თქმით, რაც შეეხება თარიღებს, 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს.

„რაც შეეხება თარიღებს, ასევე მინდა მოგიწოდოთ, „ფორმულა“, თქვენი მფლობელი იყო მაშინ მინისტრი, რომელიც ჯარმა ნახა გამოქცეული ბევრჯერ, გაქცეული და გამოქცეული საუბედუროდ და სამარცხვინოდ.

თარიღებს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია 8 აგვისტო, 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს. ასე არის, მეგობრებო? – კითხვას გისვამთ. მაშინ ესეც უნდა შეახსენოთ საზოგადოებას,“– განაცხადა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა