MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“პატრიოტთა ალიანსი” სრულ მობილიზაციას აცხადებს და მოქალაქეებს აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რომელიც 23ნოემბერს ბათუმში და 25 ნოემბერს თბილისში გაიმართება. როგორც დავით თარხან-მოურავმა “ობიექტივი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ამ აქციის მიზანია მსოფლიოს დაანახონ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უჭერს მხარს მოსახლეობის ნახევარი, ისე, როგორც ამას ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობისას.

“გთხოვთ ყველას, ჩვენ მხარდამჭერებს, ასევე მათ, ვისთვისაც მიუღებელია სააკაშვილი და ნაცმოძრაობა. 23 ნოემბერს, ბათუმში ერას მოედანზე 15:00 საათზე, მედეას ძეგლთან შევიკრიბოთ.

უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, 20-30 ათასი, რომ ვანახოთ ჩვენი ძალა. ასევე, 25 ნოემბერს, 15:00 საათზე შევიკრიბოთ თბილისში, თავისუფლების მოედანზე ისე, რომ გადავჭედოთ. შემდეგ მსვლელობა მოვაწყოთ და ვნახოთ, შეიძლება დინამოც გავჭედოთ. ყოველ შემთხვევაში, 80-100 ათასი კაცი უნდა გამოვიდეთ გარეთ, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რადგან სააკაშვილი დარბის ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში და ამბობს, რომ ნახევარი მოსახლეობა მხარს უჭერს, ეს მითი უნდა დავანგრიოთ.

ის 38 პროცენტი, რომელიც ვაშაძემ აიღო, არის არჩევნებზე მოსული 47 პროცენტის 38 პროცენტი და 53 პროცენტი არ მივიდა არჩევნებზე, ანუ ჯამში მთელი ამომრჩევლის მხოლოდ 17.5 პროცენტი მიიღო ვაშაძემ. 82-მა პროცენტმა ვაშაძეს ხმა არ მისცა.

გარდა იმისა, რომ უნდა შევიკრობოთ ბათუმში და შემდეგ თბილისში, ამის შემდეგ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ 82-მა პროცენტმა მისცეს მას ხმა და აბსოლუტური უმცირესობა ჰქონდეს ბატონ ვაშაძეს.

უმორჩილესად გთხოვთ, ყველამ დაგვირეკეთ ვინც აქციაზე მოდიხართ, რომ ჩავიწეროთ თქვენი ნომრები, შევადგინოთ სიები, ორგანიზებულად ვიყოთ. 100 ათასი კაცი გვჭირდება თბილისის აქციაზე, თავისუფლების მოედანზე. დარეკეთ, ჩააწერინეთ თქვენი სახელი და გვარი რომ გადმოგირეკოთ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. დარაზმეთ თქვენი მეგობრები,ოჯახის წევრები, გრანდიოზული აქცია უნდა მოვაწყოთ, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ არავინ არ არის ეს სააკაშვილი”– განაცხადა დავით თარხან-მოურავმა “ობიექტივი”-ს ეთერში.

თქვენი კომენტარი?