“რესპუბლიკელები, ეს ორმაგი აგენტები, დეენემით გამყიდველი, ფულზე დაგეშილი ვირთხები რომ არ გამოერეკა ხიხოს, დღესაც იქ იქნებოდნენ”- წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მეგი გოცირიძე რესპუბლიკური პარტიაზე და ყოფილ წევრებზე: თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილზე.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რომ არ გამოეშვა ისინი “ქართული ოცნებიდან”, დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდნენ.
“რაც 9 წლის მანძილზე, სახელმწიფოს შენების პარალელურად, დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, რა საპროტესტო გამოსვლებიც იმართებოდა, ყველაფერს აფინანსებდა კრემლი, ყველა ოპოზიციონერმა იცოდა რა ფულსაც იღებნენ გასამრჯელოდ და განსაკუთრებით იცოდა უსუფაშვილ-ხიდაშელმა, რომელიც ორმაგ ანაზღაურებას იღებდა იმაში, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის მიეწოდებინა ათ ტყუილში აზელილი ერთი სიმართლე და მიშას ხელისუფლების მიმართ გარკვეულწილად კრიტიკა და უნდობლობა წამოსულიყო იქედან, ასე იქცეოდნენ პატიმრებთან მიმართებითაც რესპუბლიკელები, ეს ორმაგი აგენტები, დეენემით გამყიდველი, ფულზე დაგეშილი ვირთხები , რომ არ გამოერეკა ხიხოს, დღესაც იქ იქნებოდნენ!
P.S. – ახლა არ მითხრათ აგენტებს რატომ გამოყრიდაო, გამყიდველები არავის არსად არ სჭირდება და იმიტომ, ლელო ვერასოდეს მოვა სათავეში, თორემ ნახავდით პირველი ზურგში დანას როგორ ჩასცემდენ ცოლ-ქმარი ხიდაშლები.”- წერს მეგი გოცირიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს