ბოლო ამბები
07/02/2025

მეგი გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილი ჯვარზე გაკრულ იესოს შეადარა

გაზიარება

მეგი გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილი ჯვარზე გაკრულ იესოს შეადარა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“ვარდების რევოლუციის შემდეგ, უმძიმესი ჯვარი, რასაც სამშობლო ერქვა, ხელიდან გამოჰგლიჯა მტერს, ბეჭებზე შემოიგდო და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა დანიშნულების ადგილზე რომ მიეღწია და იმ სირბილის დროს, გზადაგზა ხვდებოდნენ ისინი, ვის გამოც მიარბენინებდა ზურგზე აკიდებულ მძიმე ჯვარს და ფეხს უდებდნენ, წააბორძიკებდნენ-იმართებოდა და გზას აგრძელებდა სირბილით… ბოლოს კი სადაც წაასწრეს, იქ ჩამოხსნეს ჯვარი და ზედ მიაჭედეს”- წერს მეგი გოცირიძე.

სხვა ამბების წაკითხვა