ბოლო ამბები
26/01/2025

გერმანიაში გამოვფრინდი, ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? – მამუკა ხაზარაძე

გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა მამუკა ხაზარაძის ფოტო აეროპორტში, რომელზეც წერდნენ, რომ ის მოსკოვში იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ არა მოსკოვში, არამედ გერმანიაშია.

“გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ?

ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, სელფისაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში”– წერს მამუკა ხაზარაძე.

სხვა ამბების წაკითხვა