“დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა და უსაფრთხოების გარანტია. მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად იძაბება, როგორც ჩანს, უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა უნდა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე. ბრძანებისამებრ, ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო.”- ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამოცემა “არგუმენტები და ფაქტებთან” ისაუბრა.
“ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ პრობლემებს მოლაპარაკებების მაგიდასთან გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, მაგრამ თუ რუსეთის შეშფოთება რეალურ მონახაზს შეიძენს, ჩვენ არ მოვერიდებით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.
დასავლეთისთვის მოვლენების ეს შემობრუნება იქნება კიდევ ერთი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო. ისტორია კი სასტიკად სჯის ყველას, ვინც უგულვებელჰყოფს მის გაკვეთილებს.”- ამბობს მედვედევი.
ამავე ინტერვიუში მედვედევი 2008 წლის ომში უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, რომელმაც, მისი თქმით, მძინარე ცხინვალს დაარტყა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს