ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე ემიგრანტებისთვის

307
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და საკონსულო აღრიცხვის პროცედურებზე ინფორმაციას ავრცელებს. აქვე მითითებულია იმ საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრები, სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება.

მზარდი მომართვიანობის გათვალისწინებითა და კონსტიტუციით განსაზღვრული, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად გამოყენების  მიზნით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ:

  • ყურადღებით გაეცნონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წინაპირობებსა და წესებს, რომლებიც განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე
  • განმარტებებისათვის დარეკონ საზღვარგარეთ შესაბამის საკონსულო დაწესებულების ან საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე
  • აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ონ-ლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი/ანკეტა
  • გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან განაცხადების ელექტრონულ რეესტრში

ტექნიკური თუ შინაარსობრივი ხასიათის გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს ვთხოვთ გაითვალისწინონ რიგი გარემოებებისა, რომლებიც დაკავშირებულია საკონსულო აღრიცხვასთან და არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურასთან, კერძოდ:

  • საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო სიაში მოხვედრის  კანონიერ საფუძველს წარმოადგენს საკონსულო აღრიცხვა.
  • საზღვარგარეთ საცხოვრებელი ქვეყნის/ქალაქის ან საკონსულო ოლქის ცვლილებისას მოქალაქე აღრიცხვაზე უნდა დადგეს ახალ მისამართზე – შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
  • აქვე დავაზუსტებთ, რომ მოქალაქეს ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება.
  • საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქე დგება საკუთარი სურვილით და მისი აღრიცხვა საკონსულო დაწესებულებაში ვიზიტის ან სხვა მომსახურების მიღებისას ავტომატურად არ ხორციელდება.
  • ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე
  • აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში. მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს მოქალაქეებისათვის არასამუშაო დღეებში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შესაძლებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საკნსულო დაწესებულებები

ცხელი ხაზი

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +436763358590
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო  სამი უბანი +994 50 2500710
აშშ-ში საქართველოს საელჩო +1 202 247 8498
ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +375444759312
ბელგიის სამეფოში და საქართველოს საქართველოს საელჩო +32477700034
დანიის  სამეფოში საქართველოს საელჩო +4528782633
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო +447872064830
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +201611088844
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო (+34) 691-387-221
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +37253614751
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +905336903040
ირლანდიაში საქართველოს საელჩო +353876906864
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო +97236093206
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +39 333 8879123
კანადაში საქართველოს საელჩო +1 613 869 9556
კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო +97433223549
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +35796808844
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +37127067696
ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +37068774797
მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +373 78 30 13 01
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო +31 65 11 86  121
ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩო +47 45241710
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +48572488665
პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +351961086759
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სამი უბანი +306995779793
საფრანგეთში საქართველოს საელჩო +33783318689
სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +421 918 663 008
სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს  საელჩო +37493167737
უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +998909569339
უკრაინაში საქართველოს საელჩო +380633198909
უნგრეთში საქართველოს საელჩო +36 30 348 66 85
ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო +965 65090960
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +77019826465
შვედეთში საქართველოს საელჩო +4686780263
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო +41 31 351 58 61
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +420 777 222 053
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +86 1371 687 7635
ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულო +34938363307
ქ. დონეცკში საქართველოს საკონსულო +380631075657
ქ. ნიუ იორკშისაქართველოს გენერალური საკონსულო ორი უბანი +1 646 508 1628
ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულო +380 63 35 42 987
ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო სამი უბანი +306973462002
45.   ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო + 90 541 818 44 00
ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო +905413262226
ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულო +4915904016811
ქ.მიუნხენი +49 160 2413499
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +491628855303
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო +359899066505
თქვენი კომენტარი?
IMG.GE