ლევან ხაბეიშვილმა კახეთში დასეტყვილი ყურძენი მოინახულა. ისინი მმართველ პარტიას საკუთარ გეგმას სთავაზობენ.
“ჩვენი შეთავაზება ხელისუფლებისთვის შემდეგია – სუბსიდირება, რომელიც გამოყოფილია აბსოლუტურად საკმარისია, წინა წელს რომ ჩააბარეს 13-14-15 ტონა და წელს ვერ აბარებენ ერთ ტონასაც კი, წინა წლის რაც ჩაბარებული ჰქონდათ იმაზე მოხდეს სუბსიდირება, ვგულისხმობ 20 თეთრით, რაც ამ ადამიანებს დაეხმარება ვალის გასტუმრებაში.
ტრაქტორი რომ იქირავეს და 1000 ლარი გადაიხადეს, რომ შემწამლეს და 2000 ლარამდე დაუჯდათ, ჯამში რა ხარჯიც ჰქონდათ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირველად დახმარება ამ ადამიანების, რომ როგორღაც მომავალ წელს შეძლონ იგივე მევენახეობის საქმიანობის გაგრძელება
ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ჩართულები, ჩვენ ეს შეთავაზება გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოვთხოვთ ხელისუფლებას თითოეული გლეხის დაკმაყოფილებას”- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს