საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო.
ქართველი კალათბურთელები მწვანე კონცხის კუნძულების (კაბო ვერდე) ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დიდი უპირატესობით 85:60 დაამარცხეს.
პირველი ნახევარი ,,ჯვაროსნებმა” 26-ქულიანი უპირატესობით – 48:22 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოო ანგარიშით 85:60 იმარჯვეს.
ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს 28 აგვისტოს სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიის ქალაქ ოკინავაში მიმდინარეობს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს