“იმედი”-ს ყოფილი ჟურნალისტი ტელევიზიის დატოვების შესახებ საუბრობს

307
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

როგორც უკვე ცნობილია, ტელეკომპანია “იმედი” ორმა ჟურნალისტმა, ქეთი ბრაჭულმა და მართა არდაშელიამ დატოვა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი არხის სარედაქციო პოლიტიკა და ტელევიზიის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა გახდა.

ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, ქეთი ბრაჭული ამბობს:

“დავტოვე ტელეკომპანია “იმედი”,  არხი, სადაც უკანასკნელი რვა წელი გავატარე. წავედი სახლში, მხოლოდ სახლში – დროებით!  ბევრ კარგ ამბავს ველი ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. ძალიან მამხნევებს თქვენი ყურადღება.

მინდა ჩემ კოლეეგებს წარმატებები ვუსურვო, მათ შორის, წარმატეტებს ვისურვებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემი ამ ნაბიჯიდან “ვერაფერიც” ვერ გაიგო, არაუჭირს. იმედისგან გამოვიყოლე ძალიან ბევრი მოგონება, გამოცდილება და საკმარისზე მეტი კარგი ადამიანი! რაც მთავარია ჩემი მეგობრები,  წარმატებას ვუსურვებ “იმედის კვირა”-ს, სადაც ძალიან კარგი ადამინები და პროფესიონალები მუშაობენ”– ამბობს  ქეთი ბრაჭული.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE