23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

საბურთალოზე, 28 ათას აბონენტს დენის მიწოდება კვლავ შეუწყდა – “თელასი”-ს განცხადება

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

საბურთალოს რაიონში 28 ათას აბონენტს დენი კვლავ არ მიეწოდება. ამასთან დაკავშირებით “თელასი” განცხადებას ავრცელებს:

“დღეს 15:14 საათზე ავარიულად გაითიშა ქვესადგურის „საბურთალო-1“ მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს.
„თელასის“ საავარიო სამსახური ადგილზე იმყოფება და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება.

28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო „თელასი“-ს მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. „თელასი“-ს საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა  და ელექრტომომარაგების აღდგენა.

თუმცა დღეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.”- ნათქვამია “თელასი”-ს განცხადებაში.