23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გლდანში, 2 წლის წინ აშენებული კორპუსი დაიტბორა, გაიჭედა ლიფტი (ვიდეო)

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

გლდანში , “არქი”-ს მიერ 2 წლის წინ აშენებული 16 სართულიანი კორპუსი წვიმის შემდეგ დაიტბორა და წყალი ჩავიდა ლიფტებში.

როგორც მოქალაქე წერს, ამ დროს ერთ-ერთი მაცხოვრებელი დატბორილ ლიფტში იყო გაჭედილი.

“ამიხსნით რა ხდება ჩვენს თავს? მთელი 16 სართულიანი კორპუსი თავზე ჩამოგვერეცხა. პარკინგი დატბორილია, ლიფტები მწყობრიდანაა გამოსული, ადამიანი გაიჭედა, ძლივს გავუღეთ კარი. შეიძლება დენს დაერტყა, წყალში იდგა შიგნით.

კორპუსშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ და რად მინდოდა სახლი? თან ეზოს სარწყავები რომ ჩართეთ ამ დროს ვგიჟდები და ეს არის 2 წლის წინ ჩაბარებული ახალი კორპუსი”– წერს კორპუსის მაცხოვრებელი.