22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რა მდაბიო კომენტარებს ვკითხულობ, ხალხი უკრაინელ პოლიციელს იცავს. ასე რამ შეგაზიზღათ ქართველი, ქართული, ან ღმერთი?!

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ჟურნალისტი ნინო შალამბერიძე ეხმიანება უკრაინის ქალაქ დნიპროს პოლიციელის მიერ, წარმოშობით ქართველი ჯუმბერ სილაგავას მკვლელობას და ამ ფაქტის გამართლებას ვოლოდიმირ ზელენსკის ქართველი მხარდამჭერების მხრიდან.

“არ ვიცი, ამ სიტუაციას რა დავარქვა, სიტყვები არ მაქვს  რაც ვნახე. ალბათ მეტი წინდახედულობა გვმართებს ქართველ ერს.

რა მდაბიო კომენტარებს ვკითხულობ, ხალხი უკრაინელ პოლიციელს იცავს. ასე რამ შეგაზიზღათ ქართველი, ქართული, ან ღმერთი?!

რა გჭირთ ხალხო?! ამერიკელმა პოლიციელმა შავკანიანი რომ მოკლა, მკვლელობის მერე რა ქნეს გაიხსენეთ. მეტი სოლიდარობა არ გვაქს უკრაინელ პოლიციელს რომ ამართლებთ ? რა ვაზელინი გაქვთ ასეთი?! რატომ გეზიზღებათ თქვენი ერი?

ესეიგი, წინაღმდეგობა გაუწია და უნდა ესროლაო, ხალხი წერს კომენტარებში. საქართველოში მოლოტოვის კოქტეილები რომ დაუშინეს პოლიციას და ადეკვატური რეაგირება მოჰყვა, ეს ხალხი წერდა ქართველ პოლიციელებზე, ეს როგორ იკადრეს ერის მოძულეებმაო.

ხართ საერთოდ ამ ქვეყნად? როგორ აზროვნებთ და როგორ მსჯელობთ?! გამოფხიზლდი ერო, დროა!”- წერს ნინო შალამბერიძე.

ამ თემაზე;

უკრაინელმა პოლიციელმა ქართველი მამაკაცი ცოლისა და შვილების თვალწინ მოკლა (ვიდეო)