ბოლო ამბები
15/03/2025

“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო

გაზიარება

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად პოლიტიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე”,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი.

პირველი მუხლით გათვალისწინებული პირების იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის საფუძველია თანამდებობის პირის ისეთი ქმედობა, როგორიც არის:

ა) კონსტიტუციის დარღვევა;

ბ) სახელმწიფოს ღალატი ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაული.

    მუხლი 3

იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

    მუხლი 4

1. იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნას ხელს მოაწერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. პარლამენტის წევრის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

 

2. წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, აგრეთვე შესაბამისი არგუმენტები და არსებული მასალები.

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილი ორგანული კანონი №1358-სსმI, №9, 26.04.2002წ., მუხ.40

    მუხლი 5

იმპიჩმენტის წესით, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე წარდგინება დასკვნისათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს საკითხის აღძვრიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს 2002 წლის 10 აპრილი ორგანული კანონი №1358-სსმI, №9, 26.04.2002წ., მუხ.40

სხვა ამბების წაკითხვა