“ამ ადამიანებს (მთავარი არხის და ძველი “რუსთავი2″-ის ჟურნალისტებს) გარკვეულ სიტუაციასა და მოცემულობაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარ თავში ამ ყველაფრის გადაკეთება იმიტომ, რომ რაღაცნაირად, რეფლექსებად გაქვს ქცეული ეს ყველაფერი, რომ შენ საქმეს კი არ აკეთებ, რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა”- განაცხადა “მთავარი არხი”-ს დირექტორმა გიორგი გაბუნიამ დღეს, გადაცემაში “შენი შუადღე”, როდესაც არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე ისაუბრა და აღიარა, რომ ამ ტელევიზიის თანამშრომლები და ის ადამიანები, რომლებიც ძველ “რუსთავი2”-ში მუშაობდნენ, არ იყვნენ თავისუფლები და ჰქონდათ “ნაცების ტელევიზიის” იარლიყი, რაც მისივე თქმით, ასეც იყო.
“სამწუხაროდ, “ნაცების ტელევიზიის” იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ხოლო ახლა, რაც შემიძლია დიდი სიხარულით და სიამაყით ვთქვა, “რუსთავი2”-იდან მოყოლებული ეს არ მომხდარა, რომ “ნაცების ტელევიზია” აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს