გგონიათ დღეს შერიგდა ვინმე ვინმესთან? – “მაესტრო”-ს ჟურნალისტი ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ საუბრობს

523
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია “მაესტრო”-ს ჟურნალისტი თიკა ანდღულაძე 2011 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როდესაც არხის მართვის მაშინდელი ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი ტელევიზიის შენობის ღობეზე გადავიდა.

“ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია თავისუფალ, პატარა, ოპოზიციურ ტელევიზია მაესტროში ტყვიაველი ბიჭები რომ გამოგზავნა! დაახლოებით ვიცით რასაც ესაუბრებოდა ეროსი კიწმარიშვილს ტელეფონზე,  რის შემდეგაც მამუკა ღლონტმა ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მიიღო გადაწყვეტილება – წამებში დაგვეცალა ტელევიზია .
პატრული შსს.ს ბრძანებით, ცხადია, არ ინძრეოდა უკანონობის აღსაკვეთად.

შენობაში წვერიან-კალოშიან ტიპებს ვტოვებდით, რომლებიც ჩვენს აპარატურას ანადგურებდნენ ან გაჰქონდათ. მაესტროელები კი რადიო უცნობის ფოიეში უწყვეტი ეთერის გადასყვანად დევნილებივით ვცხოვრობდით. სააკაშვილის გეგმებს ძალიან მოერგო ოქროს ბიჭების შემოჭრა და გგონიათ დღეს შერიგდა ვინმე ვინმესთან? ამას მე როგორც ძველთაძველი მაესტროელი ვიხსენებ და გახსენებთ. ძალიან ნუ დაიშოკებით მონანიების სცენებით”- აცხადებს თიკა ანდღულაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE